Sunday, October 18, 2015

მეექვსე დღე

 ვიმუშავეთ სასწავლო ნიმუშების შექმნაზე, რაც ძალიან საჭირო და საინტერესო იყო

Saturday, October 10, 2015

ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (2 ნაწილი)














მომავლის ტექნოლოგია ღეროვანი უჯრედები

სისხლისა და ეპითელიუმის უჯრედებს, კანის, ძვლისა თუ სხვა შინაგანი ორგანოების ქსოვილებს სიცოცხლის გარკვეული ხანგრძლივობა ახასიათებთ, ამიტომ ადამიანის ორგანიზმი ყოველდღიურად ცვდება, მაგრამ თვითგანახლების მექანიზმების წყალობით მაშინვე აღიდგენს დანაკარგს. თვითგანახლების მექანიზმის სადღეისოდ ცნობილი ძირითადი ელემენტი სწორედ ღეროვანი უჯრედებია, რომლებსაც შესწევთ უნარი, ესა თუ ის უჯრედი, ქსოვილი, მთელი ორგანოც კი წარმოქმნან. ისინი ყველაზე აქტიურნი ბავშვობასა და მოზარდ ასაკში არიან, ასაკთან ერთად კი მათი აქტიურობა იკლებს, ორგანიზმი უფრო და უფრო მეტად ცვდება, დგება სიბერე და ბოლოს - სიკვდილი. ეს - ზოგადად, ხოლო უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ღეროვანი უჯრედების შესახებ უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრთან არსებული ჭიპლარის სისხლის ბანკ "ჯეოქორდის" სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილი მოგვაწვდის.
- ბატონო გოჩა, რას წარმოადგენს ღეროვანი უჯრედი, რა ფუნქცია და დანიშნულება აქვს მას?
- ღეროვანი უჯრედი - ეს არის მოუმწიფებელი ახალგაზრდა უჯრედი, რომელსაც შესწევს თვითგანახლებისა და პარალელურად დიფერენცირების უნარი, ანუ იგი წარმოქმნის ქსოვილებს, უჯრედებსა და ორგანოებს. ყველაზე მძლავრი ღეროვანი უჯრედი - ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი სიცოცხლის დასაბამი, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. მისგან ვითარდება ადამიანის ორასზე მეტი ტიპის უჯრედი, რომელთა საერთო რაოდენობა 100 ტრილიონამდეა. ტერმინი "ღეროვანი უჯრედი" პირველად 1908 წელს გამოიყენეს. ის მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან "შტამცელე" ("შტამ" - ღერო, დასაწყისი, საფუძველი, "ცელე" - უჯრედი). ეს მართლაც არის საფუძველი უჯრედი, დასაბამი უჯრედი. ძალიან კარგად ჟღერს მისი სახელწოდება ესპანურად: "ცელულა მადრე" - დედა უჯრედი. ჩემი აზრით, ეს უფრო მართებული სახელწოდებაა, რადგან დედა ყველაფრის საწყისია. რაც უფრო იმატებს ორგანიზმის ასაკი, მით უფრო მცირდება ღეროვანი უჯრედების პოტენციალი. ეს მეტად მნიშვნელოვანია. სიბერეც, შეიძლება ითქვას, ღეროვანი უჯრედების დეფიციტით არის გამოწვეული, იმიტომ, რომ ღეროვანი უჯრედი არის ორგანიზმში რეგენერაციის, თვითაღდგენის ერთადერთი წყარო. ორგანიზმი მუდმივად ცვდება და ღეროვანი უჯრედები რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, დაბერება და კვდომა გაცილებით ადრე მოხდებოდა.

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ღეროვან უჯრედებს გარედან შევიყვანთ ადამიანის ორგანიზმში ან, პირიქით, გავააქტიურებთ იმ პროცესს, რომ ღეროვანი უჯრედების აქტიურობა სიბერესთან ერთად არ დაქვეითდეს, ეს მარადიული სიცოცხლის წინაპირობა იქნება?
- მსგავსი თეორიები უკვე არსებობს და ზოგიერთი მეცნიერი სიცოცხლის მათუსალას ასაკამდე გაზრდასაც წინასწარმეტყველებს, მაგრამ ეს საკითხი ჯერ კიდევ მოსაზრებათა დონეზეა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელია და სწორედ ეს აძლევს აზრს ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შენახვას. საქმე ის გახლავთ, რომ პლაცენტაში რჩება 40-დან 200 მილილიტრამდე სისხლი. ეს ის ნაშთია, რომელიც ბავშვს სრულიად არ სჭირდება. სამოციან წლებში ყურადღება მიაქციეს იმას, რომ შესაძლოა ამ სისხლში არსებული ღეროვანი უჯრედები, - ძირითადად ეს სისხლმბადი ღეროვანი უჯრედებია, - მეტად მნიშვნელოვანი იყოს მომავლისთვის. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ამ ღეროვანი უჯრედების პოტენციალი ძვლის ტვინში არსებულისაზე 30-250-ჯერ მეტი გახლავთ. მოზრდილი ადამიანის ღეროვან უჯრედებზე, რომელთა სამარაგო ადგილი ძვლის ტვინი და ცხიმოვანი ქსოვილია, მზის, კოსმოსური და დედამიწაზე არსებული რადიაცია, ქიმიური რეაგენტები, საკვები და ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, სტრესები მოქმედებს, ჭიპლარის სისხლში არსებული ღეროვანი უჯრედები კი ნული დღისაა, სულ ახალი და, ასე ვთქვათ, დაუზიანებელია. ასე რომ, თუ მათ შევაგროვებთ და შევინახავთ, მომავალში მათი გამოყენებით შესაძლოა სასწაულებრივი შედეგები მივიღოთ. ამ უნიკალური უჯრედების შეგროვება ჩვილის დაბადებიდან 15 წუთში უნდა მოხდეს.

- სასწაულებრივი შედეგები ახსენეთ. მაინც რა სასწაულს გულისხმობთ?
- ჭიპლარის სისხლის პირველი ტრანსპლანტაცია 1988 წლის 6 ოქტომბერს, საფრანგეთში მოხდა, ეს ისტორიული თარიღია. პაციენტს, ექვსი წლის ბავშვს, იშვიათი გენეტიკური დაავადება - ფანკონის ანემია ჰქონდა, რომელიც ხშირად ლეტალურად მთავრდება. ასეთი პაციენტები 30 წლამდე ცოცხლობენ. ბავშვს დის ჭიპლარის სისხლიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. ეს პაციენტი დღესაც ცოცხალი და ჯანმრთელია. სადღეისოდ 20 ათასზე მეტი პაციენტი 80-მდე დაავადებისგან, რომელთა შორის უმრავლესობა ლეტალური შედეგით სრულდებოდა, ღეროვანი უჯრედების მეშვეობით განიკურნა. 700 მათგანს თავისივე ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. ალბათ, ის დაავადებებიც დაგაინტერესებთ, რომელთა დროსაც ხდება ღეროვანი უჯრედების გამოყენება. ესენია ლეიკემიები - მისი მწვავე ფორმებიც და ქრონიკულიც, ლიმფომები - მწვავე და ქრონიკული ფორმები, მიელოდისპლაზიური სინდრომი; არაონკოლოგიური დაავადებებიდან - ჰემოგლობინოპათიები - თალასემია და ნამგლისებრი ანემია; იშვიათი გენეტიკური დაავადებები - მუკოპოლისაქარიდოზები, ლიპიდოზები...

Sunday, October 4, 2015

ტრენინგის მეორე დღე

დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმით, რომ:

  1. ბუკლეტების შექმნა ვისწავლეთ.
  2. ასევე გავეცანით საუკეთესო პროექტებს  სლაიდების გამოყენებით.
  3. შევქმენით საკუთარი ბლოგები სადაც მოვახდინეთ პუბლიკაციების გამოქვეყნება, გამომდინარე აქედან ,,დღეიდან ომს აღარავინ მოგვიგებს'' :D :D 

ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები

,,ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა'' _ არისტოტელე,,ცოცხლობდე-ნიშნავს იბრძოდე, იბრძოდე-ნიშნავს ცოცხლობდე;;_ პიერ ბომარშე
 ,,წყენა ქვიშაზე ჩაწერეთ, მადლიერება კი მარმარილოზე ამოკვეთეთ''_ პიერ ბუასტი
,,სიმართლეს ბევრი მომხრე ყავს, მაგრამ ცოტა დამცველი''_პლატონი
,,სიხარულიც და მწუხარებაც იმით გვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას''_პლატონი
 ,,იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი''_პლატონი
,,უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას ასე ხშირად რომ არ ახსენებდე''_უილიამ შექსპირი